Belive

ნიკა კაჭარავა: "საბოლოო შედეგი გულდასაწყვეტია - მეტის გატანა და ნაკლების გაშვება შეგვეძლო" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამართული შეხვედრის (2:2) შემდეგ, ეროვნული გუნდის თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას კომენტარს ავრცელებს. "ნაკრებში გატანილი გოლი, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მაგრამ ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. თამაშიდან გამომდინარე გულდასაწყვეტია საბოლოო შედეგი. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება. რაც მთავარია, ყველაფერი წინ არის, ისევ თანაბარი ქულები გვაქვს ჯგუფის სათავეში. შემდეგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული", - თქვა ლეხის "პოზნანის" ფორვარდმა. ნიკა კაჭარავამ მატჩის 46-ე წუთზე სომხეთის კარში გოლის გატანა და წონასწორობის აღდგენა მოახერხა. ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები