ნიკა კვეკვესკირი: “დასანანი შედეგია – 2 ქულა დავკარგეთ”

სომხეთის ნაკრებთან ნათამაშები ფრეს (2:2) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარისას მატჩი შეაფასა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

შედეგი დასანანია, ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესტონეთი – ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ფრედ დასრულდა.

გვქონდა შანსი, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავმხდარიყავით და ორი ქულით წინ გავსულიყავით. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოსაგები შეხვედრა იყო, რადგან მე პირადად ვერ ვიხსენებ სომხეთის რეალურ მომენტს, საპირისპიროდ კი გვქონდა 4-5 კარგი საგოლე ეპიზოდი.

ერთა ლიგის ფორმატმა განაპირობა ის, რომ ჯგუფში წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებზეა დამოკიდებული. დღეს, ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, მაგრამ სკოპიეში მივდივართ, იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“, – თქვა “ტობოლის” ქართველმა ნახევარმცველმა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

 

(56)

ნიკა კვეკვესკირი: “დასანანი შედეგია – 2 ქულა დავკარგეთ”

სტატიის ავტორი
-