Belive

ნიკა კვეკვესკირი: "მოუთმენლობისგან ცეცხლი გვიკიდია, საქართველო სიხარულისგან უნდა დავანგრიოთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა. "ეს ყველას ოცნების თამაშია. ყველანი მომზადებულები ვართ იმისთვის, რომ თქვენ, ქართველი ხალხი გაგახაროთ. ის სიახლე, რომელიც თქვენ დღეს შეიტყვეთ, ჩვენ ცოტათი ადრე გავიგეთ და ძალიან მძიმე რეაქცია გვქონდა. მძიმეა იმის ხილვა, რომ შენს მეგობარს თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მატჩს ართმევენ, როცა მის აცრემლებულ თვალებს ხედავ. თანაც როცა ამ ყველაფერში არა საფეხბურთო ნიუანსები, არამედ კორონავირუსია, რომელმაც 2020 წელს ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა და გააუბედურა. მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, კარგად ვხვდებით, რომ სიტყვები საქმეში უნდა ავსახოთ. ვიცით, რას ელოდება ჩვენგან ქართველი ერი და ჩვენც ცეცხლი გვიკიდია, ერთი სული გვაქვს მოედანზე გავიდეთ და საქართველო სიხარულისგან დავანგრიოთ", - თქვა კვეკვესკირმა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები