Belive

Nike-მა გრინვუდთან ხელშეკრულება გაწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მეისონ გრინვუდისა და Nike-ს თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება - აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის სპიკერმა ოფიციალურად დაადასტურა. გადაწყვეტილება გრინვუდის ირგვლივ მომხდარ საქმეს უკავშირდება - "მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის ფეხბურთელი იანვრის ბოლოს მეგობარი გოგონას გაუპატიურებისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, ახალგაზრდა ინგლისელი, გამოძიების დასრულებამდე, ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ გრინვუდი ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დროებით მოკვეთეს, შემდეგ კი, FIFA 22-დან წაშალეს.

სხვა სტატიები