Belive

ნიკო კოვაჩი კითხვის ნიშნის ქვეშაა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული ტაბლოიდი BILD იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცის ნიკო კოვაჩის წინააღმდეგ უამრავი ადამიანია ამხედრებული. მოგეხსენებათ, ხორვატი მწვრთნელის მიერ მომზადებული "ბაიერნი" მიმდინარე სეზონში, არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. 46 წლის სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილონი არიან, როგორც გუნდის ქომაგები, ასევე ფეხბურთელებიც და სამწვრთნელო შტაბის წევრებიც. უკანასკნელი 3 თამაშის განმავლობაში "რეკორდმაისტერის" აქტივში 2 ფრე და 1 მარცხია. BILD ასევე იტყობინება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" წინააღმდეგ ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ საკუთარი უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა გადახდელში მყოფმა ხამეს როდრიგესმა, იგი აღნიშნავდა, რომ "ბაიერნი" "ფრანკფურტის აინტრახტი" არაა (ნიკო კოვაჩი "ბაიერნში" მოსვლამდე "აინტრახტის" მწვრთნელი გახლდათ). 6 ოქტომბერს, მიუნხენური კლუბი კიდევ ერთ საშინაო შეხვედრას გამართავს "ბორუსია მიუნხენგლადბახის" წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთი 90 წუთი იქნება კოვაჩის შესაფასებლად.

სხვა სტატიები