Belive

ნიკო კოვაჩი ლეროი სანეს შეძენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში "მიუნხენის ბაიერნის" ძირითადი სამიზნე ლეროი სანე გახლავთ. "რეკორდმაისტერმა" ინგლისურ გრანდს 70 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა, რომელზეც მათ უარი მიიღეს, ვინაიდან ინგლისელები სანეს სანაცვლოდ 90 მილიონ სტერლინგს ითხოვენ. ნიკო კოვაჩი: "სანე ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მის შეძენას აუცილებლად მოვახერხებთ". თავის მხრივ სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით "მანჩესტერ სიტის" თავკაცი, პეპ გვარდიოლაც აკეთებს კომენტარს. "ლეროი სანე გუნდისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მის შენარჩუნებას, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ მოგცემთ", - განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ ლეროი სანეს მიმდინარე კონტრაქტის თანახმად, მან "მანჩესტერ სიტის" ღირსება კიდევ 2 წლის განმავლობაში უნდა დაიცვას.  

სხვა სტატიები