Belive

ნიკოლას პეპე არსენალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული "ლილის" შემტევი, ნიკოლას პეპე "არსენალის" ფეხბურთელი ამ კვირაში გახდება. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა. წყაროს ცნობით, კოტ-დივუარელი თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას მიმდინარე კვირაში გაივლის და ლონდონურ გრანდს ოფიციალურად შეუერთდება. ნიკოლას პეპე "ლილის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მან 79 მატჩი ჩაატარა და 37 ბურთი გაიტანა. პეპეთი "ბარსელონა" და სხვა გრანდებიც ინტერესდებოდნენ.  

სხვა სტატიები