Belive

ნიკოლო ძანიოლო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ნიკოლო ძანიოლო იტალიური "რომას" შემტევი ნახევარმცველია - იგი სულ რაღაც 19 წლისაა, თუმცა ამ ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის შესრულება უკვე მოახერხა, რაც დღემდე არცერთ იტალიელ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ამის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია, ამ ღამეს არასოდეს დავივიწყებ," განაცხადა ძანიოლომ "პორტოსთან" შესრულებული დუბლის შემდეგ.
გასულ ზაფხულში ძანიოლოს შეძენა "ჯენოას," "ფიორენტინასა" და "ინტერს" სურდათ. 2016/17 წლებში იგი სერია ბ-ში თამაშობდა და "ვირტუს ენტელას" ღირსებას იცავდა და მისი კარიერული აღმასვლა 2018 წელს დაიწყო.

რას ამბობენ ცნობილი ფეხბურთელები და მწვრთნელები ძანიოლოს შესახებ

  • "მისი ასაკისთვის შეუსაბამოდ, ძანიოლო ფიზიკურად ძლიერი და ამასთან, ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია - დანიელე დე როსი, "რომას" კაპიტანი;
  • "ის თანამედროვე შეტევი ნახევარმცველის პოზიციას შეესაბამება: ფიზიკურად ძლიერია და მარცხენა ფეხს იდეალურად იყენებს" - ფრანჩესკო ტოტი, "რომას" ლეგენდა;
  • "დროთა განმავლობაში ძანიოლო კარგ ფეხბურთელად ყალიბდება. მას უბრალოდ დრო სჭირდება, რომ შეცდომები გამოასწოროს და უფრო მეტად დაიხვეწოს. ჩემი აზრით, მას მოედანზე უფრო მეტი სიმშვიდე სჭირდება" - ეუსებიო დი ფრანჩესკო, "რომას" მთავარი მწვრთნელი.

სათამაშო სტილი

როგორც აღინიშნა, ძანილო ასაკის მიუხედავად ძალიან ძლიერია. მისი საყვარელი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარდაცვაა, თუმცა დი ფრანჩესკო მას შეტევაშიც ხშირად იყენებს. მისი ყოფილი მწვრთნელის შეფასებით, ძანიოლოს ფრენკ ლამპარდისა და სტივენ ჯერარდის სტილის ფეხბურთელის მახასიათებლები აქვს, რაც მას გოლების გატანაში ეხმარება.

რას ამბობს თავად ძანიოლო

"იმედი მაქვს, "რომას" მაისურით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გოლს გავიტან. ყოველთვის მომწონდა ბრაზილიელი კაკას სტილი და ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, რომ მისი სტილის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე, ის ჩემი კუმირია," აღნიშნა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

ასევე იხილეთ: რომა-პორტოს მიმოხილვა და ძანიოლოს შესრულებული დუბლი

სხვა სტატიები