ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთიდან უკრაინაში წავიდა

ქართველი ფორვარდი – 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს. ჯერ-ჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ნიკოლოზ ქუთათელაძეში კიევის “დინამომ” 100 000 € გადაიხადა.

ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთიდან უკრაინაში წავიდა 1

ქართველო ფორვარდი კიევის “დინამოს” მეორე გუნდში ითამაშებს. იგი აქამდე მახაჭკალის “ანჟიში” გამოდიოდა, ხოლო რუსულ კლუბამდე “პსჟ”-ს ღირსებას იცავდა.

კიევის “დინამოს” მეორე გუნდი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალშია, სადაც მათი მეტოქე ტურინის “იუვენტუსია”. ჯერ-ჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ქართველი ფორვარდი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთიდან უკრაინაში წავიდა

სტატიის ავტორი
-