Belive

ნიკოლოზ ქუთათელაძემ პსჟ-ს დატოვებაზე კომენტარი გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ საქართველოს U17 ნაკრების და "პსჟ"-ს ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსულ "ანჟი'-ში გადადიოდა, რომელიც საბოლოოდ 2 კვირის წინ დადასტურდა და ნიკოლოზ ქუთათელაძე "პსჟ"-დან "ანჟი"-ში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილმა რუსულმა გამოცემამ Sports.Ru-მ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან "პსჟ"-ს დატოვებაზე ისაუბრა. გთავაზობთ ინტერიუს ერთ-ერთ მონაკვეთს: - გასაგებია, რომ “პსჟ-დან" “ანჟერში" გადახვიდე, მაგრამ შენ “ანჟიში“ ჩამოხვედი, როგორ მოხდა ეს? - უკვე დროა ფეხბურთი ზრდასრულ მამაკაცებთან ერთად ვითამაშო... “ანჟის“ პრეზიდენტი გვესაუბრა და მე და ჩემი ოჯახი დაგვარწმუნა ამ ნაბიჯის გადადგმაში. ვფიქრობ, თქვენს ჩემპიონატს კარგად ვერ აფასებთ, რუსეთის ლიგა საკმაოდ ძლიერია. მინდა “ანჟი“ ტრამპლინად გამოვიყენო.

სხვა სტატიები