ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა დაასრულა

ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელმა ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა დაასრულა.

29 წლის ფეხბურთელმა ასეთი ნაადრევი გადაწყვეტილება მძიმე ტრავმის გამო მიიღო.

საბანაძე სხვადსხვა დროს ქუთაისის “ტორპედოში”, “ზესტაფონში”, “დინამო თბილისში”, “საბურთალოში”, “სამტრედიასა” და მარტვილის “მერანში” ითამაშა და ყველა კლუბის გულშემატკივარს თავი გამორჩეული საფეხბურთო და პიროვნული თვისებებით დაამახსოვრა.

2018 წლის მარტიდან საბანაძე აჭარულ კლუბში ირიცხებოდა, სადაც 21 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

საერთო ჯამში, ნიკამ საქართველოს ჩემპიონატში 245 შეხვედრაში 77 გოლის გატანა შეძლო.

(156)

ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-