Belive

ნიკოლოზ სიჭინავა: "უკრაინიდან გასვლა რთულია, შესაძლოა საეჭვო გამომეტყველების გამო მოგკლან"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უკრაინული "კოლოსის" ქართველმა თავდამსხმელმა, ნიკოლოზ სიჭინავამ ბრიტანულ The Guardian-თან ინტერვიუში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"იმ დღეს ოჯახთან ერთად ვიყავი კიევში. დილით გავიღვიძეთ, რადგან ბავშვი ტიროდა და ჩემი ცოლი მის დამშვიდებას ცდილობდა, შემდეგ კი ერთი მეორის მიყოლებით აფეთქების ხმა გავიგეთ. ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა უბედური შემთხვევა მომხდარიყო. მაგრამ მოგვიანებით მივხვდით, რომ ომი იყო. ძალიან სწრაფად დავიწყე ნივთების შეგროვება და მეუღლის მობილიზება. მოგვიანებით რამდენიმე უცხოელი თანაგუნდელი ვნახე და ერთად წამოვედით კიევიდან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი თავს ესხმის იმ ქვეყანას, რომელშიც მე ვცხოვრობ - მე ქართველი ვარ და 2008 წელს ეს ყველაფერი საკუთარ სამშობლოში გამოვცადე. ჟიტომირი, ბილა ცერკვა, ვასილკოვი - ეს ქალაქები სამი-ოთხი დღე იბომბებოდა გაუჩერებლად. ძალიან ნელა მივდიოდით და ჩვენს ზურგს უკან აფეთქებები გზას ანათებდნენ. უკრაინიდან გასვლა ძალიან რთულია. ყველგან არის საგუშაგოები და ომის მიმდინარეობის მიხედვით კომენდანტის საათია დაწესებული. თუ საეჭვოდ გამოიყურები, შეიძლება უბრალოდ მოგკლან. „კოლოსის“ ბევრი ფეხბურთელის მსგავსად, ამჟამად უკრაინაში ვცხოვრობთ. კლუბის პრეზიდენტი ყველაფერში გვეხმარება, არც წყალი გვაქვს და არც საკვები არ გვიჭირს, ამიტომ არაფერი გვაქვს საწუწუნო. ჩემი მშობლები ჩერნიშოვში დარჩნენ და ახლა იქ ბევრად უარესი მდგომარეობაა", - თქვა 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.
ნიკოლოზ სიჭინავა 2016-21 წლებში "ინჰულეცის" შემადგენლობაში თამაშობდა და გუნდს უმაღლეს ლიგაში ასვლაში დაეხმარა, რომლის რიგებშიც 33 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან "კოლოსის" მაისურს ირგებდა.