Belive

ნინუას გამოსასყიდი თანხა პაოკ-ში ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიკა ნინუა "დინამო თბილისიდან" "პაოკ"-ში გადავიდა. ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ახალ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ნიკას გამოსასყიდ თანხად "პაოკ"-მა 10 მილიონი ევრო დააწესა. ბერძნული მედია აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ნინუასადმი ხელმძღვანელების ნდობას გამოხატავს. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი "დინამო თბილისის" აღზრდილია.

სხვა სტატიები