Belive

ნიქაბაძის გაშვების შემდეგ, მერანმა თავდამსხმელი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისის "მერანმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ეროვნული ლიგის დებიუტანტ გუნდს ახალგაზრდა თავდამსხმელი შეემატა. 16 წლის გიორგი ხაბულიანს აქამდე საქართველოს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია, ის ჯერ "საბურთალოს" აკადემიაში, შემდეგ კი ბარსელონაში, "მარსეტის" საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა. რამდენიმე დღის წინ, გუნდი გამოცდილმა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ დატოვა, რომელიც ბათუმის "დინამოში" ნიკოლოზ საბანაძის წასვლის შემდეგ გადაბარგდა. თბილისურ კლუბს ეროვნულ ლიგაში 2 ტურის შემდეგ, 2 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პირველ შეხვედრას გუნდი გათამაშების ლიდერ "ლოკომოტივთან", 26 ივნისს გამართავს.

სხვა სტატიები