Belive

ნიცა და მარსელი დაისაჯნენ | ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია და ჩამოკლებული ქულები

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2021/22 წლების ლიგა 1-ის ერთერთ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "ნიცა" და "მარსელი" ხვდებოდნენ, საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. შეხვედრას დოლბერგის გოლით "ნიცა" იგებდა, თუმცა მატჩის ბოლო ნაწილში, მას შემდეგ, რაც "ნიცას" გულშემატკივარმა დიმიტრი პაიეს ბოთლი ესროლა, მოედანზე მიმდიანრე პროცესები უკონტროლო გახდა. პაიემ გულშემატკივრის მიერ ნასროლი ბოთლი ტრიბუნებისაკენ გაისროლა, რაც საბოლოოდ დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის მაპროვოცირებელი ფაქტორი აღმოჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით "ნიცას" ლიგა 1-ის ცხრილში 1 ქულა ჩამოაკლდა. ასევე, ფეხბურთიდან 1 წლით დისკვალიფიცირდა მარსელის ექიმი, რომელიც მოედანზე მიმდინარე დაპირისპირებაში აქტიურად ჩაერთო.



კომისიის გადაწყვეტილებით პაიეს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს, ხოლო ალვარო გონსალესი 2-მატჩით დაადისკვალიფიცირეს. ზემოთხსენებული შეხვედრა 23 აგვისტოს გაიმართა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრა არ დასრულდა და გაუქმდა, კომისიის გადაწყვეტილებით "ნიცასა" და "მარსელის" მატჩი გადათამაშდება, თუმცა დაპირისპირების გამძაფრების პრევენციის მიზნით, ტრიბუნაზე მაყურებელი წარმოდგენილი არ იქნება.

სხვა სტატიები