Belive

ნიუბელის აგენტი: "ალექსი ბაიერნში ნოიერის გასაშვებად ჩადის" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკვე გადაწყვეტილია, რომ  ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" ახალგაზრდა მეკარე ალექსანდერ ნიუბელი შეუერთდება. 23 წლის გერმანელი გოლკიპერის აგენტმა შტეფან ბეკსმა თქვა, რომ მის კლიენტს "რეკორდმაისტერში" სერიოზული გეგმები აქვს და "შალკედან" ბავარიაში ტურისტად არ ჩადის. "ალექსის მიზანია, რომ უმოკლეს პერიოდში მანუელ ნოიერი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოს. ის "ბაიერნში" მხოლოდ იმიტომ გადადის, რომ ითამაშოს. ნოიერი მსოფლიო კლასის მეკარეა, მაგრამ ყველა ახალწვეული პირველი ადგილისთვის იბრძვის. ჯოშუა კიმიხი და ალფონასო დევისი ანალოგიურად მოიქცნენ. სამ წელიწადში ჩვენ დავრწმუნდებით თუ რამდენად კარგი არჩევანი გააკეთა ნიუბელმა",-თქვა გელზენკირხენული კლუბის კარის დარაჯის წარმომადგენელმა. ზაფხულში ნიუბელი "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

სხვა სტატიები