Belive

ნიუკასლი მადრიდის რეალის ფეხბურთელით ინტერესდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, კარიერა, შესაძლოა, ,,ნიუკასლში'' გააგრძელოს. ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინგლისურ კლუბში კროოსს მთავარ მოთამაშედ განიხილავენ, რომლის გარშემოც ახალი გუნდის შექმნას აპირებენ. ,,კაჭკაჭები'' მზად არიან, ნახევარმცველის სანაცვლოდ ,,რეალს'' 30 მილიონი ევრო გადაუხადონ. კროოსი ,,სამეფო გუნდში'' 2014 წელს მიუნხენის ,,ბაიერნიდან'' გადავიდა. მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა მადრიდული გრანდის მაისურით სულ 5 შეხვედრა ჩაატარა, გასულ სეზონში კი 42 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები