Belive

ნიუკასლი მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის დამატებას აპირებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ნიუკასლ იუნაიტედმა" საუდის არაბეთის საინვესტიციო ჯგუფის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერება უკვე დაიწყო და გუნდში ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა, რაც კირან ტრიპიერისა და კრის ვუდის მოყვანას ნიშნავს, რაც გუნდს უკვე 45 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც ბრიტანული მედიიდან ირკვევა, გუნდი კიდევ ერთ ტრანსფერზე მუშაობს და ეს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დონ ვან დე ბეეკის გადმობირებას გულისხმობს. Manchester Evening News-ის ცნობით, "კაჭკაჭებმა" "წითელ ემშაკებს" ნიდერლანდელი ნახევარმცველის იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე დამატება შესთავაზეს.
No description available.
ტრანსფერის რეალურობას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ 24 წლის ფეხბურთელს რალფ რანგნიკის გუნდში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა. დონი ვან დე ბეეკს სათამაშო დრო ჰაერივით სჭირდება, რათა ლუის ვან გაალმა იგი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის ყატარში იხმოს. ახლა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნიუკასლი" პრემიერ ლიგაში 34 წლის ბელგიელი ნახევარმცველის, მარუან ფელაინის დაბრუნებას განიხილავდა და მას როგორც ახალი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას ისე მოიაზრებდა. https://old.belive.ge/fexburti/tsnobilia-phekhburtheli-romlis-garshemots-niukasli-akhali-gundis-ashenebas-gegmavs/ "ნიუკასლის" უპირველესი ამოცანა პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ამჟამად, გუნდი სატურნირო ცხრილში, 19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვილი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სხვა სტატიები