Belive

ნიუკასლი Vs. ლივერპული (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "ნიუკასლი" Vs. "ლივერპული" "ჩელსი" Vs."უოტფორდი" "არსენალი" Vs. "ბრაიტონი" პრემიერლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში "ნიუკასლი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. "სენტ ჯეიმს პარკზე" გასამართი მატჩი შესაძლოა საჩემპიონო რბოლაში ჩართული "ლივერპულისათვის" გადამწყვეტი აღმოჩნდეს. წყვილში უპირობო ფავორიტის სტატუსით "ლივერპული" სარგებლობს. მას შემდეგ რაც "ნიუკასლმა" პრემიერ ლიგაში დარჩენა გაინაღდა ჩემპიონობისათვის მებრძოლი "ლივერპულის" წინააღმდეგ "ჯორდებისგან" განსაკუთრებულ წინააღმდეგობას არ უნდა ველოდოთ. შემადგენლობის მხრივ ორივე გუნდი ოპტიმალური განაცხადით ხვდება მატჩს - თუმცა "ლივერპულის" ლაზარეთში ნაბი კეიტა და ადამ ლალანა იმყოფებიან. ორ გუნდს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა "ლივერპულის" სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "სენტ ჯეიმს პარკზე" უკანასკნელი გამარჯვება "ლივერპულმა" 2013 წელს მოიპოვა. ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 დასრულდა "ლივერპულის" გამარჯვებით. ორ შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ერთი მატჩი კი "ნიუკასლის" გამარჯვებით დასრულდა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" საუკეთესო სნაიპერი მოჰამედ სალაჰია, რომლის ანგარიშზეც 21 გოლი დაგროვდა. ბრწყინვალე ფორმაშია სადიო მანეც (20), რომელიც სალაჰთან ერთად პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაშია ჩართული. "ნიუკასლის" ყველაზე შედეგიან ფეხბურთელს, აიოზე პერესს 11 გოლი აქვს გატანილი.
skysports-roberto-firmino-mohamed-salah-sadio-mane-liverpool-anfield_4206397

სხვა სტატიები