Belive

ნიუკასლის ახალ მფლობელს ბეილი სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, "ნიუკასლი" არაბმა შეიხმა რამდენიმე კვირის წინ შეიძინა. მოჰამედ ბინ სალმანის ქონება 260 მილიარდს შეადგენს, რითაც “ნიუკასლი” პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი კლუბია. ახალი მფლობელები გუნდის სერიოზულ გაძლიერებას აპირებენ. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლს" ბეილის გადაბირება სურს. წყაროში წერია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "კაჭკაჭების" პრიორიტეტი სწორედ უელსელი ფეხბურთელი იქნება. გარეთს "რეალ მადრიდთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. როგორც ცნობილია, არაბი შეიხი მზად არის, ბეილს წელიწადში 17 მილიონი ევრო გადაუხადოს.

სხვა სტატიები