Belive

ნიუკასლის ყიდვას არაბი შეიხი აპირებს, რომელსაც მბაპეს ყიდვა შეუძლია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნიუკასლ იუნაიტედი" წლებია უკვე ცუდად გამოიყურება. იყო დრო, როდესაც "ნიუკასლი" მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაბ შეიხს მოჰამედ ბინ სალმანს კლუბის შეძენა სურს. სალმანის ქონება 1.4 ტრილიონი დოლარი გახლავთ. ამ თანხით მას მთლიანად შეუძლია გუნდის შეცვლა. გულშემატკივრები ამჟამინდელი მფლობელით, მაიკ ეშლით, უკმაყოფილონი არიან. ისინი თვლიან, რომ მაიკმა საკმარისი ინვესტიციები არ ჩადო. ახლა "ნიუკასლის" ყველა გულშემატკივარი არაბ შეიხზე ოცნებობს, რომელიც იძლევა დაპირებას, რომ გუნდში მბაპეს, მუსა დემბელეს და ჯერომ ბოატენგს მოიყვანს. მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო ბაზარზე ფასი საგრძნობლად დაცემულია და შეიხისთვის შესანიშნავი დროა კლუბის შესაძენად. აღსანიშნავია ისიც, რომ მოჰამედ ბინ სალმანს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აქვს. მისი ღირებულება 230 მილიონი ევროა.
3
ინგლისში ეს ახალი ამბავი არ მოეწონათ. ხალხის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ პრემიერ ლიგას კიდევ ერთი არაბი შეიხის ინვესტიცია არ სჭირდება და "ნიუკასლის" მესვეურებს, მოუწოდებენ რომ უარი თქვან კლუბის გაყიდვაზე. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, შესაძლოა პრემიერ ლიგას კიდევ ერთი გრანდი შეემატოს.

სხვა სტატიები