Belive

ნიუკასლის წინადადებაზე სტივენ ჯერარდმა გადაწყვეტილება მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი "ნიუკასლი" რაფაელ ბენიტესის შემცვლელის ძიებაშია. ესპანელ სპეციალისტთან გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც ბენიტესმა ჩინური კლუბი ჩაიბარა. ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ნიუკასლის" მესვეურებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივენ ჯერარდის ხილვა სურდათ და "ლივერპულის" ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელია წინადადებით მიმართეს. წყაროს მტკიცებით, სტივენ ჯერარდმა "ნიუკასლის" გაწვრთნაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, "რეინჯერსი" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "სტ. ჯოზეფს" უპირისპირდება - შესაბამისად, ჯერარდის სრული ყურადღება ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირისკენაა მიპყრობილი.

სხვა სტატიები