Belive

ნიუკასლმა დაიწყო - ინგლისელებს კავანი და მერტენსი სურთ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნიუკასლი" ორი დღის წინ გაიყიდა - გუნდის ყოფილმა მფლობელმა მაიკ ეშლიმ ინგლისური გუნდი არაბ შეიხს გადააბარა. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ ბინ სალმანის ქონება 260 მილიარდს შეადგენს, რითაც "ნიუკასლი" პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი კლუბი ხდება. ახალი მფლობელი გუნდის ქომაგებს ძირეულ ცვლილებებსა და გაცილებით ძლიერ "ნიუკასლს" დაჰპირდა. როგორც ჩანს, არაბები საქმეს უკვე სერიოზულად მოეკიდნენ. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კაჭკაჭები" დრის მერტენსისა და ედინსონ კავანის აგენტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას. გარდა ამისა, გუნდი "ჩელსის" ბრაზილიელი ფეხბურთელის, ვილიანის გადაბირებითაა დაინტერესებული. უცხოურ მედიაში ასევე იწერება, რომ მოჰამედ ბინ სალმანი "ნიუკასლში" გაცილებით უფრო ძლიერი სპეციალისტების დანიშვნას განიხილავს - გუნდის სიაში მაურისიო პოჩეტინო, მასიმილიანო ალეგრი და ლუსიენ ფავრე არიან.

სხვა სტატიები