Belive

ნიუკასლს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნიუკასლის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. გუნდს 58 წლის სპეციალისტი, სტივ ბრიუსი გაწვრთნის. ბრიუსმა "ნიუკასლთან" 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ინგლისელი სპეციალისტი წლების განმავლობაში ბევრ კლუბს ავარჯიშებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის გარეთ ის არ გასულა. წლების განმავლობაში ის "შეფილდის", "ჰადერსფილდის", "უიგანის", "კრისტალ პალასის", "ბირმინგემის", "სანდერლენდის", "ჰალისა" და "ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს რაფაელ ბენიტესი იკავებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ სამუშაოდ ჩინეთში წავიდა.

სხვა სტატიები