Belive

ნიუკასლს მარკოს ალონსოს დამატება სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილია "ნიუკასლი" არაბმა მულტი მილიონერმა შეიძინა და კლუბის  გაძლიერებას ფიქრობს. "დეილი ექსპრესზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ მარკოს ალონსო შესაძლოა "ნიუკასლში" ვიხილოთ. მას შემდეგ, რაც ლონდონელებმა ბენ ჩილველის შეძენა გადაწყვიტეს, ალონსომ კლუბის შეცვლაზე დაიწყო ფიქრი. ბოლო პერიოდში ესპანელ ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო აღარ ეძლეოდა და იმ შემთხვევაში თუ ჩილველი "არისტოკრატებს" შეუერთდება, ალონსოს სათამაშო დრო საკმაოდ შემცირდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია. "ნიუკასლი" ნელ-ნელა იწყებს კარგი ტრანსფერების განხორციელებას, როგორც ეს თავის დროზე "მანჩესტერ სიტიმ" გააკეთა და რა თქმა უნდა ალონსოს კალიბრის მარცხენა მცველი კლუბს ძალიან წაადგება.

სხვა სტატიები