Belive

ნიუკასლს ზედიზედ 2 სეზონია იდენტური შედეგები აქვს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ მედიაში დღეს ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა. რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილი "ნიუკასლი" პრემიერლიგის ზედიზედ 2 სეზონის განმავლობაში იდენტურ შედეგებს აფიქსირებს. "კაჭკაჭებს" როგორც შარშან, ასევე წელს  ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 35 ტურში 11 მოგება, 8 ფრე და 16 წაგება აქვთ. ამასთან ერთად, ორივე სეზონში გაიტანეს 35 და გაუშვეს 44, სატურნირო ცხრილში კი 41 ქულა მოაგროვეს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ 2017/18 წლების სეზონში "ნიუკასლი" 35 ტურის შემდეგ, მე-10 ადგილზე იყო, ახლა კი ბენიტესის გუნდი მე-13 პოზიციაზეა.  

სხვა სტატიები