Belive

ნოდარ ახალკაცი ფიფაში ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელად დაინიშნა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნოდარ ახალკაცი ფიფა-ს ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2005 – 2009 წლებში ნოდარ ახალკაცი (უმცროსი), რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2017 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, ამჯერად FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა. საამაყოა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა თანამემამულემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიაღწია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს მას წინსვლას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - წერია სფფ-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ყოფილი მესვეური "დინამო თბილისის" ლეგენდარული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცი უფროსის ვაჟიშვილია.  

სხვა სტატიები