Belive

ნოდარ ქავთარაძე დინამოში ვარჯიშობს - 28 წლის ფეხბურთელი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უნგრული "მეზოკოვეშდის" ნახევარმცველი, ნოდარ ქავთარაძე შესაძლოა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს. 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც წინა სეზონში "დინამო თბილისის" ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ, თბილისში იმყოფება და ყოფილ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მარჯვენა ნახევარმცველმა მონაწილეობა ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო, რომელიც კახა ცხადაძისთვის სადებიუტო იყო და რომელშიც მისმა გუნდმა "გარეჯი" - 1:0 დაამარცხა (ფაბიან სპორკსლედეს გოლით). ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თანამშრომლობის აღდგენის სურვილი კი ორივეს აქვს. ნოდარ ქავთარაძე, რომელსაც წარსულში ქუთაისის "ტორპედოს", თბილისის და მოსკოვის "ლოკომოტივის" და გორის "დილას" მაისურით უთამაშია, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის იანვრამდე თამაშობდა, 35 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და ზედიზედ ორჯერ ეროვნული ლიგის მოგებაც მოახერხა. ქავთარაძემ უნგრეთში მიმდინარე წლის დასაწყისში გადაინაცვლა, თუმცა სადებიუტო მატჩშივე მიღებული ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და საბოლოო ჯამში "მეზოკოვეშდის" მაისურით მხოლოდ ექვსჯერ ითამაშა.

სხვა სტატიები