Belive

ნოელ ლე გრე: ,,ევრო 2020-ის შემდეგ, მბაპეს უნდოდა, რომ საჯაროდ დამეცვა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ, განაცხადა, რომ ევრო 2020-ის შემდეგ, კილიან მბაპემ დედასთან - ფაიზა ლამარისთან ერთად, მასთან შეხვედრა ისურვა. ფეხბურთელს შვეიცარიასთან მატჩში გაფუჭებული პენალტის შემდეგ მიღებული კრიტიკის გამო, ფედერაციისგან მხარდაჭერა სურდა.
,,ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მბაპეს დედამ ჩემთან შეხვედრა ისურვა. მე მხოლოდ კილიანთან შეხვედრას დავთანმხდი, რადგან ფეხბურთელების ოჯახის წევრებთან არასდროს ვსაუბრობ. მბაპე დამწუხრებული იყო გაფუჭებული თერთმეტმეტრიანით, თამაშის ხარისხითა და მიღებული კრიტიკით. ის გავამხნევე, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ტალანტია, რომელიც ერთი პენალტის გამო არ უნდა განვსაჯოთ. სოციალურ მედიაში კილიანმა ბევრი ცუდი წერილი მიიღო, რამაც ძალიან გაანაწყენა. მბაპეს ჩვენი თანადგომა სჭირდებოდა. ჩვენ პრესრელიზი ნამდვილად არ გამოგვიქვეყნებია, მას კი სურდა, რომ  საჯაროდ დამეცვა. როგორც ფრანგს, მირჩევნია, რომ კილიანი ,,პსჟ-ში'' დარჩეს. ვისურვებდი, რომ პარიზულმა გუნდმა ასეთი ტალანტი შეინარჩუნოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის ფეხბურთელები ითამაშებენ მის გვერდით,'' - განაცხადა ლე გრემ.
საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ის მერვედფინალში შვეიცარიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კილიან მბაპემ ვერ გამოიყენა.  

სხვა სტატიები