Belive

ნოიერი: "3 გოლის გატანა რომ გვჭირდება, პრობლემაა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მიუნხენის ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, საბერძნეთში, "ოლიმპიაკოსთან" კინაღამ დაუგეგმავი ქულები დაკარგა და საბოლოოდ რობერტ ლევანდოვსკის დუბლის  და კორენტინ ტოლისოს გოლების დამსახურებით - 3:2 იმარჯვა. "რეკორდმაისტერის" მეკარემ და კაპიტანმა მანუელ ნოიერმა უხვგოლიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბავარიული გუნდის მთავარი პრობლემის შესახებ ისაუბრა. "ცხოვრებას თავად ვირთულებთ. ჩვენი თამაში არ არის დამაჯერებელი და შეკითხვებს ბადებს. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ პრობლემების ანალიზი და დავადგინოთ, თუ რა კომპონენტში გვაქვს მოსამატებელი. ამჟამად ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველა მატჩში მოსაგებად მინიმუმ სამი გოლის გატანა გვჭირდება, რადგან მეტოქე სულ მცირე ორჯერ გვიტანს",-თქვა გერმანელმა გოლკიპერმა. სამი ტურის შემდეგ, ნიკო კოვაჩის გუნდს B ჯგუფში 9 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები