Belive

ნოიერი თუ ტერ შტეგენი? ლიოვმა არჩევანი გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მის გუნდში არსებულ მეკარეთა კონკურენციის საკამათო საკითხზე ისაუბრა. 58 წლის სპეციალისტის თქმით, ბუნდესნაკრების მთავარი გოლკიპერი ჯერ კიდევ მანუელ ნოიერია, ხოლო მარკ-ანდრე ტერ-შტეგენს ამ ეტაპზე პირველ არჩვენად არ განიხილავს. „როგორც აქამდე არაერთხელ ვთქვი, მანუელ ნოიერი ჩვენი გუნდის კაპიტანი და შესაბამისად პირველი მეკარეა. არაფერი შეიცვლება, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდება“,-თქვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონის მესაჭემ. მანუელ ნოიერი გერმნაიის ნაკრების კარს 2009 წლიდან იცავს და მას მერე ჩატარებულ 90 შეხვედრაში 34-ჯერ კარი მშრალად შეინახა. რაც შეეხება „ბარსელონას“ კარის დარაჯს, მან ეროვნული გუნდის მაისური 22-ჯერ მოირგო და 9-ჯერ გოლი არ გაუშვა.  

სხვა სტატიები