Belive

ნოიერი: "წასვლას არ გამოვრიცხავ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი კარიერის საზღვრის მიღმა გაგრძელებას არ გამორიცხავს. "არასდროს მითქვამს, რომ კარიერას გერმანიაში დავასრულებდი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ბაიერნში" დარჩენა არ მინდა. ამჟამად არ წარმომიდგენია თუ როგორ შეიძლება ვითამაშო უცხოეთში, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება, შესაძლოა ერთ დღეს ასეც მოხდეს. მიუნხენში თავს კარგად ვგრძნობ და არ მგონია, რომ სადმე უნდა წავიდე, თუმცა ვნახოთ რა მოხდება",-თქვა 33 წლის გოლკიპერმა. ნოიერი "ბაიერნში" 2011 წელს, ლევან კობიაშვილის "შალკედან" გადავიდა და მას მერე ბავარიულ კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ბუნდესლიგა 7-ჯერ და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები