Belive

ნოიერმა ოლივერ კანის რეკორდი გაიმეორა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაში, გერმანელი მეკარეების მიერ ჩატარებული შეხვედრების რეკორდი გაიმეორა. "ოლიმპიაკოსთან", პირაუსში მოგებული (3:2) მატჩი 33 წლის გოლკიპერისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 103-ე იყო. აქამდეც, უმაღლესი მაჩვენებელი ბავარიული გრანდის და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულ მეკარე ოლივერ კანს ეკუთვნოდა. კანმა ყველა მატჩი "რეკორდმაისტერის" მაისურით ჩაატარა, აი ნოიერმა კი 22 შეხვედრაში მონაწილეობა "შალკეს" ფორმით მიიღო. კანის რეკორდის გაუმჯობესების შესაძლებლობა ნოიერს 2 კვირაში ექნება, როცა მისი გუნდი "ოლიმპიაკოსს" "ალიანც არენაზე" დაუხვდება. მთლიანობაში გერმანელ ფეხბურთელებს შორის ამ მხრივ რეკორდსმენი "ბაიერნის"ვეტერანი კაპიტანი ფილიპ ლამია, მეორე ადგილზე კი ნოიერის ამჟამინდელი თანაგუნდელი ტომას მიულერი იმყოფება.  

სხვა სტატიები