Belive

ნოიერმა ტერ შტეგენზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ "ბაიერნმა" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 8:2 გაანადგურა. მატჩში კატალონიელთა მეკარე ტერ შტეგენი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და რამდენიმე გოლი, სწორედ მის სინდისზეა. ამასთან დაკავშირებით "რეკორდმაისტერის" კაპიტანმა მანუელ ნოიერმა "Goal-თან" ინტერვიუ ჩაწერა. "ვწუხვარ იმის გამო, რომ მარკმა 8 გოლი გაუშვა. ის მსოფლიო კლასის მეკარეა და ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს." "საბოლოო ჯამში ჩვენთვის ძალიან კარგი რამ მოხდა, მაგრამ რაც ტერ შტეგენს დაემართა, ამას არასდროს ვუსურვებ საკუთარი ქვეყნის ნაკრების მოთამაშეს." შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ნახევარფინალში, "სიტისა" და "ლიონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ხსენებული მატჩი კი დღეს თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები