ნოლიტომ სევილია დატოვა და ყოფილ კლუბში დაბრუნდა 

გამოცდილი ესპანელი თავდამსხმელი, ნოლიტო,სელტაში” დაბრუნდა.

33 წლის თავდამსხმელმა “სევილიასთან” სამწლიანი თანამშრომლობა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაასრულა და ყოფილ კლუბში უფასოდ დაბრუნდა.

მხარეები კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, ფორვარდმა სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა და ვიგოურ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ამ სეზონში “ბარსელონას”, “მანჩესტერ სიტის” “ბენფიკას” და “გრანადას” ყოფილმა ფეხბურთელმა ანდალუსიელთა მაისურით 20 შეხვედრაში თავი 5 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ნოლიტოსელტაში” 2013-16 წლებში ირიცხებოდა, რა დროშიც 103 მატჩში 39 გოლი გაიტანა, შემდეგ კი პეპ გვარდიოლას მოთხოვნით, პრემიერლიგას მიაშურა და “სიტის” მაისური მოირგო.

(62)

ნოლიტომ სევილია დატოვა და ყოფილ კლუბში დაბრუნდა 

სტატიის ავტორი
-