Belive

ნონა გაფრინდაშვილი: "ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ვგულშემატკივრობ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი და ლეგენდარული მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტს ასახელებს.
"ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ვგულშემატკივრობ, თუმცა "ბარსელონა" რომ მონაწილეობდეს, ჩემს სიმპატიებს "ბარსელონა" გადაწონიდა", - აცხადებს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.
ცნობისთვის, ქართული სპორტის ვარსკვლავსა და გროსმაისტერს 3 მაისს, 80 წელი შეუსრულდა. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ნონა გაფრინდაშვილის ამჟამინდელი ფავორიტი კლუბი, "მანჩესტერ სიტი" დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები