Belive

ნორსიელანდის ფეხბურთელების კრეატიული გადაწყვეტილება ქალთა დღის აღსანიშნავად

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ დანიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩები გაიმართება. "ნორსიელანდისა" და "კოპენჰაგენის" დაპირისპირებამდე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ჩანს, "ნორსიელანდის" ფეხბურთელებმა ქალთა დღის აღსანიშნავად კრეატიული გადაწყვეტილება მიიღეს - ისინი მაისურზე იმ ქალების სახელებს დაიწერენ, რომლებიც მათთვის მისაბაძი პიროვნებები არიან. უკვე ცნობილია, რომ გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე ამერიკელ ჩოგბურთელს, სერენა უილიამსს, ერთი კი დანიელ ფეხბურთელს, პერნილ ჰარდერს დაიწერს.

სხვა სტატიები