Belive

ნორვეგიელი ფეხბურთელი: "რამოსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ესპანეთმა შინ ნორვეგია მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. სტუმართა ფორვარდმა, ჯოშუა კინგმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა. "ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველის წინააღმდეგ კარგად გავისარჯე. სერხიოს უბრალოდ ბინძური მოთამაშის რეპუტაცია აქვს, მაგრამ მასზე კარგ ცენტრალურ მცველთან არასდროს მითამაშია. რამოსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია," - განაცხადა ნორვეგიის ნაკრებისა და "ბორნმუთის" ფორვარდმა, ჯოშუა კინგმა.

სერხიოსა და ჯოშუას კარგი ურთიერთობა ამ ეპიზოდშიც დასტურდება: 

 

სხვა სტატიები