Belive

ნორვიჩთან გაფორმებული ჰეთთრიკის შემდეგ რონალდუ ბონუსის სახით მსხვილ თანხას მიიღებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 33-ე ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ,,ნორვიჩს'' უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა ,,წითელი ეშმაკების'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც გაფორმებული ჰეთთრიკის შემდეგ ბონუსის სახით 1 მილიონ ევრომდე მიიღებს. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელს 21 გოლი დაუგროვდა, რითაც კონტრაქტში არსებული პუნქტი ამოქმედდა - გუნდს კრიშტიანუსთვის 20 გოლის გატანის შემთხვევაში 900 000 ევროს გადახდა უწევდა, რასაც ჰეთთრიკის ბონუსი - 120 ათასი ევროც დაემატა. ახლა რონალდუ სეზონის ბოლომდე გატანილი თითოეული გოლის სანაცვლოდ 120 ათას ევროს გამოიმუშავებს. კრიშტიანუ ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გასულ ზაფხულს დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში 37 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 35 შეხვედრაში 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები