Belive

ნოტინგემი კეილორ ნავასის შეძენით არის დაინტერესებული

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ცნობით, კეილორ ნავასი უკვე თანხმაა ამ თვეში იჯარით შეუერთდეს "ნოტინგემს". ტრანსფერის შესასრულებლად მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენის" თანხმობა არის საჭირო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსტა რიკელ ვარსკვლავს პრემიერ ლიგაში თამაში ძალიან სურს. ჯერ კიდევ 2015 წელს, ის "რეალიდან" "იუნაიტედში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. მიუხედავად ნავასის სურვილისა, გუნდებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ახლა კი, 7 წლის შემდეგ, 36 წლის ნავასს კვლავ მიეცა შანსი საკუთარი ოცნება აიხდინოს.

"ჩვენ უნდა მოვუსმინოთ კეილორ ნავასს და გავიგოთ რას ფიქრობს მის მომავალზე. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის." - განაცხადა "პსჟ-ს" თავკაცმა გალტიემ.

სხვა სტატიები