Belive

ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის თაობაზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ პირველ არხთან განაცხადა.
„ჩემთვის ერთ-ერთი რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ყოველთვის ვიცოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა – ჩემი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავასრულე. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ვერ მივაღწიე დიდ წარმატებას, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერ ვერცერთ დიდ ტურნირზე ვითამაშე, რაც ასე ოცნებად მქონდა. თუმცა მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი საუკეთესო კოლექტივების წევრი. ვითამაშე საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად. ბედნიერი ვიყავი, მათთან ერთად გამეზიარებინა სიხარული. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში, ვინც გვერდით მედგა და მეხმარებოდა. იმათაც მადლობა, ვინც გვერდში არ მედგა, მაგრამ ძალას მაძლევდნენ, ვყოფილიყავი უფრო ძლიერი. ამ ხალხთან ერთად განვიცადე უამრავი სიხარული. იყო ბევრი იმედგაცრუებაც. თუმცა ეს ყველაფერი იყო უდიდესი ემოცია, რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. ჩემი საფეხბურთო კარიერა სრულდება, მაგრამ ფეხბურთიდან არ მივდივარ, რადგან მე ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. იწყება რაღაც ახალი ეტაპი, ახალი გამოწვევებით, რაც ძალიან საინტერესოა და სიამოვნებას მანიჭებს. ფეხბურთის წყალობით ცხოვრება მშვენიერია. გმადლობთ – წარმატებები ქართულ ფეხბურთს”, – ამბობს პირველ არხთან ნუკრი რევიშვილი.
„ჯვაროსნების“ ყოფილმა მეკარემ ასევე გვითხრა, რომ ის საფეხბურთო საქმიანობას საქართველოს ნაკრებში ნათამაშებ თავდამსხმელებთან, ბაჩანა ცხადაძესთან და რევაზ ბარაბაძესთან ერთად გეგმავს, რომლებმაც კარიერა ასევე წელს დაასრულეს. რევიშვილის თქმით, შესაძლოა, მალე მუშაობა რომელიმე ქართული კლუბში დაიწყოს. 31 წლის წლის მეკარე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ეროვნულ ნაკრებში კი 33-ჯერ ითამაშა. იყო რუსეთის პრემიერ ლიგა ჩემპიონი (2008, 2009), მალტის პრემიერ ლიგა ჩემპიონი (2013/2014) და თასის გამარჯვებული (2013/2014).

წყარო: 1 TV

სხვა სტატიები