Belive

ობამა: "რეშფორდი იმაზე წინაა, ვიდრე მე 23 წლის ასაკში"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარკუს რეშფორდმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა Zoom-ის მეშვეობით ისაუბრეს. მათ საზოგადოებაში ახალგაზრდების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 23 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს. ინგლისელმა შემტევმა 1.3 მილიონი ბრიტანელი ბავშვის უფასო კვება უზრუნველყო. ობამამ რეშფორდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. "ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვხვდები, მათ შორის მარკუსი, იმაზე წინ არის, ვიდრე მე 23 წლის ასაკში ვიყავი. ისინი უკვე ახდენენ ცვლილებებს და აქვთ პოზიტიური გავლენა თავიანთ საზოგადოებაზე," - ამბობს ობამა.  

სხვა სტატიები