Belive

ობამეიანგი კონტრაქტის განახლების ზღვარზეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ლიდერი - პიერ-ემერიკ ობამეიანგი კონტრაქტის განახლების ზღვარზეა. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეების" ვარსკვლავი უახლოეს დღეებში განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ობამეიანგი კვირაში £180.000 გამოიმუშავებს - ჩრდილო ლონდონური კლუბის მესვეურებს ობამეიანგის შენარჩუნება სურთ და მზად არიან კოლოსალური ანაზღაურება შესთავაზონ. განახლებული კონტრაქტის თანახმად, ობამეიანგი კვირაში £250.000 მიიღებს და ლონდონელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდება. შეგახსენებთ, ობამეიანგი "არსენალს" 2018 წელს, 56 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 109 შეხვედრაში 70 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები