Belive

ობამეიანგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შუა კვირაში გამართული მატჩი "არსენალსა" და "ბრაიტონს" შორის, გაბონელი თავდამსხმელისთვის მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა გულშემატკივარი უკმაყოფილოა და ყოველდღიურად კლუბის მიმართ ძალიან დიდი ნეგატივი მოდის. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში პიერ-ემერიკ ობამეიანგს აღიზიანებს. გავრცელებული ინფორმაციით "არსენალის" თავდამსხმელი აღარ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას და  კლუბის დატოვებას აპირებს, როგორც კი მისი კონტრაქტი ამოიწურება. გაბონელ ფეხბურთელს კონტრაქტი 18 თვეში ეწურება. "მეთოფეები" მის გაყიდვას ზაფხულში შეეცდებიან, რათა სარგებელი ნახონ ტრანსფერიდან და არ მოუწიოთ ობამეიანგის უსასყიდლოდ გაშვება. "დორტმუნდის ბორუსიას" ყოფილ თავდამსხმელს ამჟამად 83 ჩატარებულ შეხვედრაში 53 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები