Belive

ობამეიანგისთვის სამი გრანდი იბრძოლებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის თარიღი კვლავაც ბურუსით მოცული საკითხია, თუმცა გუნდები სულ უფრო დიდ ინტერესს გამოთქვამენ სასურველი ფეხბურთელებისადმი. ამჯერად საქმე ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელს - პიერ-ემერიკ ობამეიანგს ეხება. ბოლო ინფორმაციის თანახმად "მეთოფეების" თავდამსხმელით "ბარსელონა" და "ინტერი" ინტერესდებოდნენ, თუმცა Le10Sport ავრცელებს ინფორმაცის, რომ ობამეიანგისათვის ბრძოლაში "იუვენტუსიც" ჩაება. წყარო იუწყება, რომ "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა დიდი იმედი გამოთქვა იმისა, რომ ლონდონელები ობამეიანგთან ახალ საკონტრაქტო ხელშეკრულებას ვერ გააფორმებენ და ფეხბურთელს "იუვემდე" მისასვლელი გზა კიდევ უფრო გაეხსნება. ასევე ცნობილია, რომ თუ “ბარსელონას” ლაუტარო მარტინესთან დაკავშირებული გეგმები სისრულეში ვერ მოვა, მათთვის ობამეიანგი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდება. სტატიის ბოლო კი გეტყვით, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “არსენალის” მაისურით მინდორზე 99 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში მან 61 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები