Belive

ობამეიანგით ბარსელონა და ინტერი დაინტერესდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე სატრანსფერო პერიოდის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, თუმცა შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო მეტი ფეხბურთელით ინტერესდებიან. ამჟამად სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი - ობამეიანგი მოექცა. Sky Sport Italia-ს ცნობით "მეთოფეების" ფეხბურთელით ორი ძლიერი გუნდი - "ბარსელონა" და "ინტერი" ინტერესდება. წყარო იუწყება, რომ თუ "ბარსელონას" ლაუტარო მარტინესთან დაკავშირებული გეგმები სისრულეში ვერ მოვა, მათთვის ობამეიანგი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდება. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "არსენალის" მაისურით მინდორზე 99 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში მან 61 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები