Belive

ობამეიანგმა არსენალს განუცხადა, რომ წასვლა უნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დიდი ალბათობით, ახალ წელს ლონდონს დატოვებს. გაბონელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა "არსენალს" გადაწყვეტილების შესახებ მოახსენეს. ბრიტანელი ჟურნალისტის, იან მაქგერის ინფორმაციით, "მეთოფეთა" 9-იანი იანვრიდან "არსენალში" თამაშის სურვილს აღარ გამოთქვამს. როგორც ცნობილია, ობამეიანგის გადაბირება 2 ესპანურ გიგანტს - "ბარსელონასა" და "რეალს" სურს. ამასთანავე, ლონდონური კლუბი 30 წლის თავდამსხმელის შემცვლელად ოლივიე ჟირუს დაბრუნებას განიხილავს. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "არსენალის" მაისურით ჩატარებულ 89 მატჩში 56 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები