Belive

ობამეიანგს და მის მეუღლეს თავს შეიარაღებული მძარცველები დაეხსნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემის El Pais-ის თანახმად, "ბარსელონას" ფეხბურთელს პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ოთხი შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მძარცველები ფეხბურთელის მეუღლესაც დაემუქრნენ. სახლში შეჭრილებმა სეიფის გაღება ვერ მოასწრეს, თუმცა, რამდენიმე ძვირფასი ნივთის წაღება მოახერხეს. როგორც მოწმეები ამბობენ, ბოროტმოქმედებმა შემთხვევის ადგილი თეთრი Audi A3-ით დატოვეს.

ობამეიანგმა და მისმა მეუღლემ მაშინვე განაცხადეს პოლიციაში ძარცვის შესახებ და გამოძიებაც უკვე დაწყებულია.

სამწუხაროდ, ფეხბურთელების გაძარცვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. გასულ თვეში, ამსტერდამში "აიაქსის" კაპიტანი დუშან ტადიჩი დაჭრეს, მისივე სახლთან. ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf-ის თანახმად, ტადიჩს ორი შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.

სხვა სტატიები