Belive

ობლაკი: "ლივერპული დამსახურებული ფავორიტია, თუმცა ჩვენ არაფერს დავთმობთ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წინ, მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარემ იან ობლაკმა თქვა, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. "ლივერპული დამსახურებული ფავორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურებს ჩამოვყრით და ჩვენს მიზნებზე უარს ვიტყვით. პირველ შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საპასუხო მატჩში წარმატების კარგი პერსპექტივა გვქონდეს. ჩვენ ყველაფერი გავაანალიზეთ. ვიცით, რომ "ლივერპულს" სამი განსაკუთრებულად საშიში მოთამაშე სადიო მანე, რობერტო ფირმინო და მოჰამედ სალაჰი ჰყავს თუმცა მხოლოდ ისინი არ არიან, ჩვენ ერთ მთლიან გუნდს ვეთამაშებით",-თქვა ობლაკმა.

სხვა სტატიები