Belive

ობლაკის რეკორდი - ატლეტიკოს მეკარე პირველია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარემ, იან ობლაკმა, ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, სადაც "მეზეწრეებმა" "ოსასუნა" სტუმრად, 0:5 დაამარცხეს, სლოვენიელმა გოლკიპერმა ესპანეთის ჩემპიონატში კარი მშრალად მეასე შეხვედრაში შეინახა. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ობლაკს ასეთი შედეგის დასაფიქსირებლად მხოლოდ 182 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც ყველა სხვა მისი კოლეგის მაჩვენებელზე ცოტაა. წინა რეკორდი "ბარსელონას" "ატლეტიკოს" და "კორდობას" ვეტერან მეკარეს მიგელ რეიას ეკუთვნოდა, რომელსაც 100 მშრალი შეხვედრის დასაგროვებლად 222 მატჩის ჩატარება მოუხდა. "როხიბლანკოს" 49 ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხეა. შემდეგი შეხვედრა დიეგო სიმეონეს გუნდს უკვე შინ, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", "ვალიადოლიდნთან", 21 ივნისს ელოდება.

სხვა სტატიები